|
2016-07-14 16:00:23, 782 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე: ცვლილებები იქნება, თუმცა რადიკალური არა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რწმუნებულის ზურაბ პატარაძის განცხადებით, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნვის შემდეგ ხელისუფლებაში ცვლილებებს გეგმავს. როგორც პატარაძემ აღნიშნა, ცვლილებები იქნება, თუმცა არა რადიკალური. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ ფორმატში კითხვებისა და კონტაქტებისთვის მზად არის. „რა თქმა უდნა, იქნება ცვლილება, ოღონდ რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებ. ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები. მალე იქნება კენჭისყრა, შესაბამისად, უფრო ვრცლად გავაკეთებ ბრიფინგს. ერთი რამ იცოდეთ, მედიის წარმომადგენლებისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება, ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ მზად ვართ, თქვენთან კონტაქტისთვის“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. ამასთან, მან პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ მას საბჭო მხარს დაუჭერს.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)