|
2016-07-14 14:44:53, 1142 ნახვა
ეკონომიკა
Business Georgia-სა და “საქართველოს ბანკის” ორგანიზებით საქართველოში პირველად მედია ფორუმი ჩატარდება
დღეს, 15:00 საათზე, სასტუმრო“ქორთიარდ მერიოტში“ „საქართველოს ბანკი" და „Business Georgia“, საქართველოში პირველად, მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს „მედია ინდუსტრია 2016“ გამართავენ. ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ისინი განიხილავენ როგორც ქვეყანაში მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნეს შორის. ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს განსხვავებული იდეები და ხაზი გაუსვას საქართველოში მედია ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობას. პანელურ ფორმატში განხილული იქნება ბიზნესის წარმომადგენლებსა და მედია ინდუსტრიას შორის წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ფორუმი დაყოფილია ორ პანელად. პანელის მონაწილეებს შორის იქნებიან მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პანელის ფარგლებში შეფასდება თანამედროვე მედია ინდუსტრია საქართველოში, ასევე შედგება დისკუსია მედიისა და ბიზნესის საერთო ინტერესებთან დაკავშირებით.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)