|
2016-07-14 12:15:25, 549 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველოს ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერების დიდი მხარდაჭერა აქვს
ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა. მე-13 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერმა. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. კონფერენციის ფარგლებში მინისტრი სიტყვით გამოვა თემატურ სესიაზე: „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა და მისი პრიორიტეტები ასოცირებული ქვეყნებისათვის", რომელსაც მოდერაციას გაუწევს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-კანცლერი მაიკლ შპინდელეგერი. "აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს აქვს ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერებისა და ექსპერტული წრეების დიდი მხარდაჭერა. დღეს ყველანი ერთად ვიმსჯელებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებზე", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" გახსნის ცერემონიის კომენტირებისას. მინისტრის განცხადებით კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა წარიმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშნელოვან ასპექტებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე, ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციის მიმდინარეობაზე. "ყველა იმ კომპონენტზე, რამაც უკვე მოიტანა დადებითი შედეგები საქართველოსთვის, მაგალითად ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, თუ რამდენად დადებითი შედეგები მოუტანა მან საქართველოს. იზრდება ექსპორტი და ჩვენი წილი ევროკავშირის ბაზარზე. ეს არის კონკრეტული შედეგი ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე ხელშესახებია შედეგები განათლების სფეროში, ტრანსპორტის მიმართულებით, ენერგეტიკის მიმართულებით, კულტურის სფეროში, სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები. ყოველწლიური კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის ორგანიზებით ტარდება და ბათუმი ღონისძიებას 14-15 ივლისს უმასპინძლებს.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)