|
2016-07-13 16:26:04, 629 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: "ოცნების" ახალი სახეები მოქმედების დროს შეზღუდულები იქნებიან
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, მმართველ გუნდში ცვლილებები ფასადურია, რადგან "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს. როგორც წერეთელმა "ექსპრენიუსთან" საუბრისას განაცხადა, რაც არ უნდა ვარსკვლავებით დაკომპლექტდეს მმართველი პარტია ფაქტია, რომ მოსახლეობა ეკონომიკურად უფრო შეჭირვებულია, ვიდრე ეს 2012 წლამდე იყო. "ოცნების" ახალი სახეები ამ პარტიისთვის რა შედეგს მოიტანს, ამას დრო გვაჩვენებს. ამ ადამიანების ნაწილს ვიცნობ, ნაწილს არა. მე მათ ნამდვილად არაფერს ვერჩი. ახალი სახეები შეუერთდნენ მმართველ გუნდს, იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში. თუმცა, მე მგონია ახალ სახეებს მნიშვნელობა არ ექნებათ. ყველაფერს ერთი ადამიანი მართავს და როგორც მას მოესურვება ისე იქნება ყველაფერი. შეიძლება ვიღაც უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდეს ან უკეთესი განათლება ქონდეს წინა დეპუტატებთან შედარებით, მაგრამ "ოცნება" არის ივანიშვილის ვერტიკალზე აგებული, სადაც არავის არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია, სანამ არ მიიღებენ დირექტივებს. შესაბამისად, ეს ადამიანების შეზღუდული იქნებიან მოქმედების დროს. რა ვარსკვლავებითაც არ უნდა დააკომპლექტოს მმართველმა გუნდმა საკუთარი პარტია, ის რომ მოსახლეობა ეკონომიკურად უფრო ცუდად ცხოვრობს, ვიდრე ეს იყო 2012 წელს ეს არის ფაქტი. ახალი სახეების წარდგენა ეს არის ფასადური ცვლილება. არც ერთ პარტიას არ აკლია კარგი განათლების მქონე ადამიანები", - განაცხადა წერეთელმა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)