|
2016-07-13 14:54:23, 1053 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Euromoney Magazine თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. განვლილი 6 წლის მანძილზე, „თიბისი ბანკმა“ უკვე მეხუთედ მოიპოვა საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტული. Euromoney Magazine - ის ამ ნომინაციაში ბანკმა 2011, 2012, 2014 და 2015 წლებშიც გაიმარჯვა. ჟურნალის სარედაქციო გუნდის განცახდებით, თიბისი ბანკმა ჯილდო გამორჩეული მომგებიანობისა და დაბალანსებული ზრდის სტრატეგიის შედეგად მიიღო. ჟურნალმა ბანკის მიღწევებს შორის სესხების შთამბეჭდავი ზრდა, ეფექტიანობის გაუმჯობესება და საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაციაში წინ გადადგმული ნაბიჯები გამოყო , რაც რედაქციის განმარტებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე. „გვეამაყება, რომ „საქართველოს საუკეთესო ბანკის" ჯილდო უკვე მეხუთედ მივიღეთ 2011 წლის შემდეგ. ეს ჯილდო მთელი გუნდის თავდადებული შრომის აღიარებაა. ამ შრომის შედეგად ყოველწლიურად ძლიერდება ჩვენი ფინანსური მაჩვენებლები და ბაზარზეც წამყვანი პოზიციები გვიჭირავს“, -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. Euromoeney Magazine-ის დაჯილდოება, რომელიც უკვე 25 წელია იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას, რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. გამარჯვებულთა სრული სია Euromoney Magazine -ის 2016 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდება, ონლაინ ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება გამოცემის ვებ-გვერდზე.
(R)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)