|
2016-07-13 14:53:00, 785 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე: უახლოეს მომავალში გაიგებთ, ვიქნები თუ არა "ოცნების" საპარლამენტო სიაში
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დარწმუნებულია, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის ახალი სახეები ქვეყნის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ, - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს საგურამოში განუცხადა, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" ახალი სახეები წარადგინა. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა თავად "ქართუული ოცნების" საპარლამენტო სიაში და იყრის თუ არა კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად, კალაძე ამბობს, რომ ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. "პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის შემადგენლობა და ის თუ ვინ იქნებიან მაჟჴრიტარობის კანდიდატები ამას როცა დრო მოვა, გაიგებთ", - განაცხადა კახი კალაძემ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან. ისინი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში წარუდგინა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)