|
2015-03-04 15:00:24, 756 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მონაცემთა ბაზების გაერთიანებაზე მუშაობს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მონაცემების ხარისხის და საკადასტრო სისტემის დახვეწაზე მუშაობას აგრძელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, ამიერიდან უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის რეგისტრაცია ერთიან პროგრამაში მოხდება, რაც აღნიშნული პროცესის განხორციელებისა და კონტროლის მექანიზმს მნიშვნელოვნად გაამარტივებს, საკადასტრო სისტემას კი კიდევ უფრო თანამედროვეს და მოქნილს გახდის. „ამ დრომდე უძრავი ქონების რეგისტრაციისას მისი უფლებრივი და საკადასტრო ნაწილი სხვადასხვა პროგრამაში რეგისტრირდებოდა, რაც ადმინისტრირების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა. ელექტრონული პროგრამების ინტეგრაციის შედეგად სრულად გამოირიცხება მონაცემების სინქრონიზაციის პრობლემა და საკადასტრო კოდების მინიჭებისასა განმეორების შემთხვევები. ერთიანი პროგრამა რეგისტრატორს საშუალებას მისცემს ერთდროულად განიხილოს უძრავი ქონების იურიდიული დასაბუთების პირობები, ავტომატურად შეამოწმოს საკადასტრო აღწერის სისწორე, შეინახოს სარეგისტრაციო ისტორია, როგორც მონაცემების, ისე შემსრულებლის კუთხით, რაც სააგენტოს მენეჯმენტს რეგისტრაციის პროცესის ხარისხის გაანალიზებისა და კონტროლის შესაძლებლობას მისცემს. უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის რეგისტრაციის ერთ პროგრამაში გაერთიანების შედეგად, მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ყველა არათავსებადი მონაცემისა და ხარვეზის ხილვა ავტომატურ რეჟიმში გახდება შესაძლებელი. ამ დრომდე მათი გასწორება მექანიკური ჩარევით ხდებოდა და საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენდა. უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის ინტეგრაციის შედეგად გაიზრდება სააგენტოს მიერ გაცემული მონაცემების სიზუსტე და ხარისხი. გარდა ამისა, დარეგულირდება მიწის ნაკვეთებს შორის სადაო სიტუაციების დადგენის საკითხიც. აღსანიშნავია, რომ სიახლეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის მხრიდან შეცდომის დაშვების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს, რაც იმას ნიშნავს, მოქალაქეები მაქსიმალურად გადამოწმებულ და ხარისხიან ინფორმაციას მიიღებენ. უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაში გაერთიანება ხელს შეუწყობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტურქტურის - NSDI-ს განვითარებასაც. NSDI-ს გეოპორტალზე სივრცითი მონაცემების გადატანა კიდევ უფრო მარტივად მოხდება, გაჩნდება ხარისხიანი გრაფიკული ელექტრონული სერვისების შეთავაზებისა და სივრცული მონაცემების ინტერნეტით, სტატისტიკურად დამუშავების შესაძლებლობაც. აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგია უძრავი ქონების სამგანზომილებიანი პერსპექტივით დანახვის საშუალებასაც იძლევა, რაც თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)