18:31 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 18:32:26, 1122 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. სკოლის ხელმძღვანელებმა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერიამ სტუმრებს DIB-ის მიზნებისა და ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სკოლის სტრატეგია გააცნეს. სამუშაო შეხვედრას ნატოსა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 28 ივნისს გაიხსნა და ნატოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. სკოლის მთავარი ამოცანა უსაფრთხოების სექტორში წარმატებული მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა.

პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით საქართველოში მოვლენილი პროექტის გერმანელი ხელმძღვანელი და სლოვაკი ექსპერტი ქართველ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მალე პროექტში ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყანა, იტალია ჩაერთვება.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics