|
2015-03-04 14:12:13, 462 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი მიიჩნევს, რომ გამოძიება ჯერ ჩამორთმეული ქონებებზე უნდა დაიწყოს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის მიიჩნევს, რომ გამოძიება პირველ რიგში ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს „თბილისი მერიოტში“ „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ქონების საკითხთან დაკავშირებით საქმის გამოძიება ადვილად მოხდება, რადგან ქონებების უმრავლესობა სახელმწიფოს განკარგულებაშია. „მინდა საჯაროდ მივესალმო იმას, რომ პროკურატურამ ეს დეპარტამენტი შექმნა. რაც შეეხება იმ დახარისხებულ საქმეებს, რაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გაკეთდა, იკვეთება ერთი რამ, რომ ქონების ჩამორთმევის რამდენიმე ასეული საქმეა და ამ ქონებების უმრავლესობა სახელმწიფოს ხელშია. ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს იმისათვის, რომ პირველ რიგში ამ ნაწილში აღდგეს სამართლიანობა. რაც შეეხება განაჩენების გადახედვას, აქაც 1000–მდე საქმეა გადასახედი და ალბათ, ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს იყო თუ არა ესა თუ ის განაჩენი უკანონო და მოხდეს გამოძიება, ხომ არ იყო მასალები მოპოვებული, ზეწოლის, მუქარის ან სხვა გზით. საქმეების დახარისხება პროკურატურასთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ მოახდინა, რადგან გარკვეულიყო რა ტიპის ფინანსურ გამოწვევებთან შეიძლება დამდგარიყო სახელმწიფო, იმიტომ ,რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში ყველაფერი თანხებამდე მიდის. საქმეების დახარისხება აჩვენებს, რომ შეიძლება გარკვეული საქმე ნაკლები ფინანსური დანაკარგით იყოს მოგვარებული, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, წყნეთის აგარაკები, რომელიც სახელმწიფოს პრივატიზაციაში არ გაუტანია, მარტივად იქნას გამოძიებული და დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)