|
2016-07-09 18:22:03, 630 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ნატო იწყებს დისკუსიას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ამ პროცესის მონაწილე იქნება საქართველო
ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ვარშავის სამიტზე საქართველომ რეალური ინსტრუმენტები მიიღო, რათა ალიანსში ინტეგრაციის პროცესი გაძლიერდეს. „უმნიშვნელოვანესია, რომ ნატო იწყებს დისკუსიას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ამ პროცესის მონაწილე იქნება საქართველო. ასევე, საქართველო და ნატო შეთანხმდენ საჰაერო თავდაცვაზე. ჩამოყალიბდა ხედვა ფინანსურ მხარდაჭერაზე. შემოდგომაზე კი, საქართელოს ეწვევა ალიანსის საბჭო, რაც იქნება საქართველოს მხარდაჭერის დადასტურება“, - აღნიშნა მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვარშავის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. “ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ნატო გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე შევინარჩუნებთ ჩვენს მნიშვნელოვან ოპერაციას კოსოვოში”, - ნათქვამია ვარშავის დეკლარაციაში. ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია კარის პოლიტიკისადმი მხარდაჭერას. “ჩვენ ერთგული ვრჩებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელმაც გააძლიერა ალიანსი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა. ველოდებით ჩვენი უახალესი წევრის, მონტენეგროს მიღებას ჩვენს საზოგადოებაში" , - აღნიშნულია დოკუმენტში.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)