|
2016-07-09 15:25:41, 641 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი: კოალიციის ნაწილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს და ეს პროცესებზე უარყოფითად მოქმედებს
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, კოალიცია „ქართულ ოცნების“ ნაწილი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს არ უჭერს და ეს პროცესებზე უარყოფითად მოქმედებს. როგორც წერეთელმა „ექსპრენსიუსს“ განუცხადა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ვარშავის სამიტზე დრამატული ცვლილებები არ მოხდებოდა. "ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, მოლოდინი ყოველთვის დიდია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის წინასწარი განწყობები გვაქვს. თუმცა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ვარშავის სამიტზე დრამატული ცვლილებები არ მოხდებოდა. ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები არ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნატო საქართველოს მიმართ და ზოგადად, ჩვენი რეგიონის მიმართ გაძლიერებულ ყურადღებას იჩენს. ჩვენ ძალიან ბევრ სფეროში ვთანამშროლობთ. ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება დამოკიდებული იქნება რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებზე, საჭიროა შესაბამისი გარემოს შექმნა და გერმანიისა და სხვა სკეპტიკურად მყოფი ქვეყნების მიერ საქართველოს პოზიციის გაზირება. არც მონტენეგროსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანებით იქნებოდა რუსეთი ბედნიერი, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს ნატო-ზე უკეთესი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების 4-წლიან მუშაობას ამ მიმართულებით, კოალიციას ამ საკითხზე ორაზროვანი მიდგომები ჰქონდა, კოალიციის ნაწილი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს არ უჭერს და ეს პროცესებზე უარყოფითად მოქმედებს. ყოველი ნაბიჯი, რომელიც ნატო-ს ეკონომიკურ, სამხედროსა და დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება, სკეპტიკურად განწყობილ მხარეს აძლევს არგუმენტებს, რომ უარი თქვან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე", - განაცხადა წერეთელმა. გიგი წერეთელი საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთი საფრთხეს არ წამოადგენს. წერეთლის თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ თავად რუსეთისთვის ყველა დიალოგი დროის გაწელვაა. რუსეთს არ შეუსრულებია არც ერთი მასზე დაკისრებული მოვალეობა და სწორედ ამაზე უნდა იყოს პრინციპული დიალოგი. "რუსეთი მსოფლიოში დიდი პოლიტიკური მოთამაშეა. რუსეთი დასავლეთს ჭირდება არა როგორც ანტაგონისტი, არამედ გარკვეულ პროცესებში პარტნიორად. ამიტომ, დასავლეთს უხდება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. თუკი დიალოგით რამეს მივაღწევთ და რაიმეს მიაღწევს დასავლეთი ეს კარგია, მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ არის დიდი ძალა ნატო-სა და ევროპის სახით, რომელიც მის სამხედრო თუ სხვა ტიპის ავანტურებს წინ აღუდგება", - განაცხადა გიორგი წერეთელმა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)