|
2016-07-08 18:59:55, 1088 ნახვა
ეკონომიკა
ქართული სტარტაპი Treepex კონკურსის Seedstar World-ის გამარჯვებული გახდა
ქართული სტარტაპი Treepex კონკურსის Seedstar World-ის გამარჯვებული გახდა და 2017 წლის მარტში შვეიცარიაში Seedstar-ის გლობალურ სამიტზე წარსდგება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, Seedstar World ტექნოპარკში 2016 წლის 11 ივნისს ჩატარდა, სადაც 12-მა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა და თავისი პროდუქტი ჟიურის პრეზენტაციის სახით გააცნო. გლობალური ორგანიზაცია Seedstar შვეიცარიაში შეიქმნა. ის სტრატაპებს განვითარებად ბაზარზე გასვლასა და სწრაფ წინსვლაში ეხმარება. ორგანიზაცია მსგავსი სახის ღონისძიებას წელიწადში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში მართავს. მათი ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა, რასაც ხელი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ როგორც მატერიალურად, ისე ორგანიზების მხრივ შეუწყო. ,, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამოცანაა, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინიციატივა გაჩნდეს, რომელიც ხელს უწყობს სტრატაპების გაჩენას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. სწორედ ამიტომ დავეხმარეთ ორგანიზაცია Seedstar-სა და ლოკალურ ორგანიზატორებს სხვადასხვა რესურსებით და დავუთმეთ ტექნოპარკის საკონფერენციო სივრცე. საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ. ეს შედეგები შეიძლება გადაიზარდოს მხვილ ინვესტიციებში. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ სტრატაპს Treepex-ს აქვს ძალიან საინტერესო იდეა და განვითარების პოტენციალი, რომელიც ეხება მწვანე გარემოს შექმნას. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის ღონისძიებების საშუალებით გაჩნდება ბევრი საინტერესო დამწყები ქართული ბიზნესი, რომელიც წარმატებას მოიპოვებს საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ. ქართული სტარტაპი Treepex მწვანე კამპანიას უწყობს ხელს, რაც გარემოს გამწვანებასა და მასში მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს. ადამიანებს შეეძლებათ შეიძინონ მწვანე ხის Treepex-ის ლოგოიანი პროდუქტი და მათ სახელზე დაირგვება ხე. ყველა დატანილ მცვანე ხის ლოგოს ექნება საკუთარი QR უნიკალური კოდი, მობილური აპლიკაციის 4 მარტივი საფეხურის საშუალებით კი ნებისმიერი მსურველი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს გარემოს გამწვანებაში. პირველ ეტაპზე ხეების დარგვა დაიწყება აჯამეთის, თუშეთისა და ბორჯომის დაცულ ტერიტორიებზე. დღევანდელ სამყაროში მსგავსი სახის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. სტარტაპს შვეიცარიაში გამართულ სამიტზე ეძლევა შანსი მოიპოვოს ინვესტიცია ერთ მილიონ დოლარამდე, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს დამკვიდრდეს გლობალურ ბაზარზე. გლობალური ორგანიზაცია Seedstar საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს და ღონისძიებას ქვაყანაში 2017 წელსაც გამართავს, რათა ხელი შეუწყოს ქართულ სტარტაპებს წარსდგნენ უცხოელი მსხვილი ინვესტორების წინაშე.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)