19:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 13:29:46, 1194 ნახვა

სამართალი
მაგდა პაპიძის ოჯახი აქციების დაწყებას აპირებს

უფლებადამცველი ოთარ ბექაური საზოგადოებას მოუწოდებს, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში დმნაშავედ ცნობილი  მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები დაიწყოს.

ამის შესახებ ბექაურმა მაგდა პაპიძის დედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პაპიძის მიმართ გარკვეული ადამიანების მხრიდან, უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა.

"მაგალითად,შინაგან საქმეთ  მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ დაკავებიდან ერთ საათში „ფეისბუქში“ დაწერა სტატუსი, რომ ქმრისა და შვილის მკვლელი დაკავებულია",-განაცხადა ოთარ ბექაურმა.

ამასთან, პაპიძის ოჯახი   პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

გარდა ამისა,  ლიანა შამუგიას თქმით,  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების  სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ, თუმცა აღნიშნულის თაობაზე თავად  მაგდა პაპიძის პოზიცია არ იციან.

პაპიძის დედა ამბობს, რომ  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ,  საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ.

შეგახსენებთ,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე  ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო.  მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics