|
2016-07-08 12:31:40, 655 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის შესახებ
ჩვენი მთავარი მიზანი იყო ნატო-ს სამიტის დოკუმენტებში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება, ძირითადად სწორედ ამაზე ვმუშაობდით და ჩვენ გვაქვს ამ კუთხით იმედიანი მოლოდინი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვარშავის საიტზე ეს ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურდება. "ჩვენი მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის უსაფრხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება. ძირითადად სწორედ ამაზე ვმუშაობდით. გვაქვს მოლოდინი, იმედი, რომ ნატო-ს სამიტზე ეს დადასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით - საქართველოს მიიწვევენ ამ სტრატეგიული დიალოგის ფორმატში. ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილევა შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის დამყარების შესახებ. სამიტის შემდეგ დაიწყება მუშაობა, როგორ უნდა მოხდეს ეს. ვითხოვდით, რომ ამ პროცესში საქართველო, ზუსტად ისე, როგორც ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული. ვითხოვდით, რომ საქართველო საჰაერო უსაფრთხოების სისტემაშიც აქტიურად ყოფილიყო ჩართული. ამაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც ისაუბრა და ამან კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა იმისა, რომ მოლოდინი გამართლდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება. საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს. ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)