|
2016-07-07 19:08:06, 630 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი: ნატო თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს
პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას განცხადებით, ნატო-ს უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამიტზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. როგორც ანჟეი დუდამ იენს სტოლტენებერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილებები ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ეხება. “არავისთვისაა საიდუმლო, რომ უსაფრთხოების მხრივ ვითარება ბოლო წლებში შეიცვალა. ამიტომ ალიანსი ვალდებულია და მზად არის, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების გასაძლიერებლად იქ, სადაც ეს აუცილებელია. დღეს ეს უპირველს ყოვლისა საჭიროა აქ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, და სამხრეთით”, -განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ანჟეი დუდას თქმით, ალიანსი ერთიანია და კავშირის თითოეული წევრის უსაფრთხოება ნატო-სთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. დუდას განცხადებით, ალიანსი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებებს სამიტის პირველ დღეს, 8 ივლისს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს. ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)