|
2016-07-07 17:00:12, 737 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი: ნატო საქართველოსთვის ღია უნდა დარჩეს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია უნდა დარჩეს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, - ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება. პრეზიდენტის თქმით, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის დასწრება ვარშავის სამიტზე, ღია კარის მაჩვენებელია. “ჩემი აზრით, ალიანსმა ყოველთვის უნდა გაატაროს ღია კარის პოლიტიკა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ალიანსი უკვე სავსეა და ამიტომ მასში ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაწევრიანდება. მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ნატო-ს სამიტს დაესწრება მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი, რომლის ქვეყანაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრიანდება. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ ღია კარის პოლიტიკა შენარჩუნებულია”, - განაცხადა ანჟე დუდამ. დუდას თქმით, ნატო-ს კარის დაკეტვა ცუდი სიგნალი იქნება.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)