|
2016-07-07 12:56:12, 678 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო სამინისტრო ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპარლამენტის მხარდაჭერას მიესალმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ. საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტსა და პლენარულ სესიაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს კენჭი უახლოეს პერიოდში ეყრება. „დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET) გაიმართა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კენჭის ყრა. კომიტეტმა წერილობითი მოსაზრება 13 ივნისს წარადგინა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დოკუმენტის მიღებას და შესწორებების გარეშე მიიღეს წარმოდგენილი დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს შესაბამისი პროცედურების დროულად დასრულებასა და განახლებული რეგულაციის რაც შეიძლება მალე ძალაში შესვლას, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უახლოეს მომავალში ამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)