|
2016-07-07 12:05:33, 603 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: მოველით, რომ საქართველოს საკითხის განხილვა პლენარულ სესიაზე დროულად მოხდება
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ჯანელიძე ელის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების შემდეგ, პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხის განხილვა დროულად მოხდება: „ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ მანამ, სანამ პლენარულ სესიაზე გავა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ საკითხი, მანამდე საჭირო იყო, რომ ორ კომიტეტს მიეღო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ეს კომიტეტებია ე.წ. ლიბეს კომიტეტი, მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტი და მეორე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაასრულა განხილვა და კენჭი უყარა პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ახლა კენჭისყრა არის საჭირო ლიბეს კომიტეტში. ამ კომიეტტში 4 ივლისს ასევე იყო განხილვა საქართველოს საკითხის, რომელიც ძალიან პოზიტიურად წარიმართა. იყო მხოლოდ პოზიტიური შეფასებები. მომხსენებელმა მხარი დაუჭირა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას ევროპარლამენტის მხრიდან და მოველით, რომ ამ გადაწყვეტილებების შემდეგ უკვე დროულად მოხდება საქართველოს საკითხის განხილვა პლენარულ სესიაზე“,-განაცხადა ეროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭიროს. ცნობისთვის, საქართველოს გარდა, დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივებს დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)