|
2016-07-07 11:36:02, 741 ნახვა
პოლიტიკა
მამიკინსი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს
ევროპარლამენტის წევრის, სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენლის, ლატვიელი დეპუტატის ანდრეას მამიკინსის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ამასთან, ანდრეას მამიკინსმა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის აუცილებლობასა და ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. “საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყოველთვის უსვამდა ხაზს კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში კომიტეტი გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს განსაკუთრებით ამ სფეროებში, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, რომელიც იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაცულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები. ნებისმიერი ძაალდობა არის და იქნება უმკაცრესად დაგმობილი", - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მოქალაქეები უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ. "საქართველოს მოქალეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომიტეტი ისურვებდა, ეხილა პროცედურის სწრაფი დასრულება და რეგულაციის რაც შეიძლება მალე ძალაში შესვლა, რომ მოქალაქეებმა რაც შეიძლება მალე მიიღონ სარგებელი”, - აღნიშნა მამიკინსმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)