|
2016-07-06 13:28:42, 3893 ნახვა
კულტურა
“თიბისი ბანკის” მხარდაჭერით შექმნილი ფილმი „გამოსვლა" ამერიკულ კონოფესტივალზეა წარდგენილი
ვახო ჯაჯანიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გამოსვლა" დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალზე Maine International Film Festival მიიღებს მონაწილეობას. ფილმს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში (World Shorts) აჩვენებენ. ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა" დაცარიელებულ ქალაქ ჭიათურაში, პატარა სახლში მცხოვრები ორი დის, ტატიანასა და ლილის შესახებ მოგვითხრობს. გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლით დაღლილ დებს შორის კონფლიქტი მაშინ იწყება, როცა ლილის „ჭაობიდან" თავის დაღწევისა და თავის ქალიშვილთან საცხოვრებლად გადასვლის შანსი უჩნდება. „გამოსვლა" იმ 6 მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის დაფინანასებით შეიქმნა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში კონემატოგრაფიის განვითარების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში კერძო ბიზნესი ჩაერთო. Maine International Film Festival ფილმის პრემიერა 2015 წლის ივლისში შედგა და მას შემდეგ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზიც მოიპოვა. აშშ-ში 1998 წლიდან იმართება. ფესტივალზე ყოველწლიურად სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო ფილმები იღებენ მონაწილეობას. წელს ფესტივალი 8 ივლისს იწყება და ის 17 ივლისამდე გაგრძელდება. (R )
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)