19:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 13:05:18, 1127 ნახვა

სამართალი
პაპიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვა მხოლოდ 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეუძლია

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უფლება აქვს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს, ხოლო პატიმრობიდან 20 წლის გასვლის შემდეგ, ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვოს, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ეკატერინე გამბრიჩიძემ ბრალდებულს განუმარტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა. 

სასჯელის ათვლა 2015 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო. მთავარი პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა. სასჯელის გმოცხადებას მაგდა პაპიძეც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტი მსაჯულებმა 4 ივლისს გამოაცხადეს.

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრაში ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics