|
2015-03-03 14:57:46, 727 ნახვა
პოლიტიკა
მაღრაძე უმრავლესობას: მიიღეთ გადაწყვეტილება, რაც ქვეყანას სჭირდება და პირადი სიმპატია-ანტიპატიები თქვენთვის შეინახეთ
პრეზიდენტის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. ცნობილია, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე კოლეგებს მოუწოდებს, პირადი სიმპატია-ანტიპატიები გვერდზე გადადონ და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ. "ასეთი ტიპის დაპირისპირებები ალბათ ყველგანაა ხოლმე, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პოსტზეა ლაპარაკი. მიმაჩნია, რომ ჩვენ საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას უმრავლესობიდან, მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება სახელმწიფოს და თქვენი პირადი სიმპატია-ანტიპატიები თქვენთვის შეინახეთ",-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)