|
2016-07-05 18:27:40, 1271 ნახვა
სხვადასხვა
ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერმერებს შეხვდა და ატმის კრეფისა და ჩაბარება/ რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, ცუდი კლიმატური პირობების მიუხედავად, წელს ატმის კარგი მოსავალია და არც რეალიზაციის პრობლემა არსებობს. უწყების ინფორმაციით, ,,ქართული ხილის კომპანია“ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული და ფასიც მისაღებია, 70-80 თეთრი. გარდა ამისა, გახსნილია 20-მდე მიმღები პუნქტიც, სადაც ჩაბარებული ატამი პირდაპირ ექსპორტზე გადის. გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქგურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. ცნობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 4 ივლისის მდგომარეობით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 2193 ტონას შეადგენს, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 255 ტონა იყო. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (68%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (19%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. დაახლოებით 10 000 ტონამდე ატამი ადგილობრივ ბაზარზეა რეალიზებული. 4 ივლისის მონაცემებით, პირველი და მეორე ხარისხის (საექსპორტო/სარეალიზაციო) ვაშლატამას ფასი 50-დან 60 თერამდე, ხოლო ატმის 60 დან 90 თეთრამდე მერყეობს, ხოლო მესამე ხარისხის, გადასამუშავებელი ატმის/ვაშლატამას ფასი 25-35 თეთრია. ატმის/ვაშლატამას ფასს ბაზარი არეგულირებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)