19:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 22:26:52, 1024 ნახვა

სამართალი
მაგდა პაპიძის და: პროკურატურამ დამიშინა ყველა მეგობარი. გვემუქრებოდა ჩვენ, ჩემს ქმარს

"პროკურატურამ დამიშინა ყველა მეგობარი. გვემუქრებოდა ჩვენ, ჩემს ქმარს" - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ განაცხადა.

მაგდა პაპიძის დის განცხადებით, "თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა".

"პროკურატურამ დამიშინა ყველა მეგობარი. გვემუქრებოდა ჩვენ, ჩემს ქმარს. პროკურატურას ყველა კარგად ჰყავდა დამუშავებული. თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა", - განაცხადა ლანა პაპიძემ.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს ეზოს გარეთ ლანა პაპიძის მონაწილეობით მცირე ინციდენტი მოხდა. პაპიძეების დედა ლიანა შამუგია ლანა პაპიძის მანქანაში ჩასმას ცდილობდა, თუმცა ის ავტომანქანაში არ ჯდებოდა და ხმამაღალ შეძახილებს აკეთებდა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ბრალდება 16-დან 20 წლამდე  ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს.  6 ივლისს, 11 საათზე სასჯელს სასამართლო დანიშნავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics