|
2016-07-04 13:22:00, 636 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი რეზოლუციაზე: ეუთო-ს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ძალა არ შესწევს
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია "კონფლიქტი საქართველოში" მხოლოდ გარკვეული ვითარების დეკლარირებაა და ის არანაირ პრაქტიკულ შედეგებს არ მოიტანს. როგორც ხუხაშვილმა "ექსპრენიუსს" განუცხადა, რეზოლუციას იმ გაგებით აქვს მნიშვნელობა, რომ თემა მივიწყებას არ მიეცემა. შესაბამისად, „რეზოლუცია კარგია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ამის ილუზიას პოლიტიკოსები ქმნიან“. "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარდაჭერილ რეზოლუციას "კონფლიქტი საქართველოში" გარკვეული მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმ გაგებით, რომ თემა არ მიეცეს მივიწყებას და ის რაც ხდება საქართველოში მუდმივად აქტუალური იყოს საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება პრაქტიკული თვალსაზრისით, მე არ ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტს რაიმე პრაქტიკული შედეგი მოყვება. მით უმეტეს, რომ ასეთი ტიპის რეზოლუცია არ გულისხმობს რუსეთის მიმართ კონკრეტულ ქმედებებს, ეს არის მხოლოდ დეკლარირება გარკვეული ვითარების. რეალურად, ეუთო-ს არ შესწევს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ძალა. უკრაინის მაგალითი გვაქვს, სადაც ბევრად უფრო აქტიურად არის ჩართული ეუთო და არა მხოლოდ ის, მაგრამ შედეგის მხრივ ეუთო აბსოლუტურად ნულია", - აცხადებს ხუხაშვილი. ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ. რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)