19:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-03 17:47:37, 1105 ნახვა

სამართალი
ბათუმში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გრძელდება

                                                                                                     

ბათუმში, პიაცაზე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ სპორტული კლუბის - MIA FORCE  მრბოლელის, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე დათა ქაჯაიას მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის მეშვიდე ეტაპის ჩვენება მოაწყო.

შსს-ს ინფორმაციით, TCR International-ის  პირდაპირ ტრანსლაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მრბოლელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

 

მათივე ცნობით, მთელი კვირის განმავლობაში შსს-ს მომსახურების სააგენტო ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს.

 ადგილზე მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე სახალისო შემეცნებითი გაკვეთილები გაიმართება, გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები პატარებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი.

კვირეულის ფარგლებში სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ შსს-ს სპორტული კლუბის იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics