03:32 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 15:46:14, 601 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება იქნება

„უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული იქნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ძალაში შევიდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რისი წყალობითაც, თვისებრივად ახალი ეპოქა დგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ამასთან, პრემიერის თქმით, ევროპული ოჯახის წევრობა  ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგან  ეს არის დემოკრატიის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზა.

კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი  უახლოეს მომავალში  წარმატებით დასრულდება.

„ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი - ზოგჯერ მტკივნეული - ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics