|
2015-03-02 18:16:26, 758 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: დავით საგანელიძე ჩვენ გვჭირდება
პარლამენტში ფარქცია "ქართული ოცნების" სხდომა მიმდინარეობს. მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე არ ესწრება. ის სამსახურებრივი მივლინებით თურქეთში იმყოფება. "დათოს სურვილის თუ თავისი მომავლის თაობაზე არავისთვის უთქვამს. ამასთან, მანანა კობახიძის ინფორმაციით, დავით საგანელიძის გადაწყვეტილების შესახებ არანაირ ფორმატში არ უმსჯელიათ. "არსად არც ერთ ფორმატში არ გადაწყვეტილა, რომ დავითი დღეს პარლამენტიდან მიდის, ან უმრავლესობის ლიდერობას ტოვებს",-აღნიშნა მანანა კობახიძემ. "პირველად თ ქვენგან მესმის, ასეთი ხმები ერთი წლის წინ გავრცელდა, მაგრამ შემდეგ არ დადასტურდა. ამიტომ გირჩევთ გადაამოწმეთ საგანელიძესთან",-განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგანელიძის მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვების გადაწყვეტილება შესაძლოა ზაქარია ქუცნაშვილთან უთანხომებას უკავშირდებოდეს, ქუცნაშვილი მედიასთან ამ თემაზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ საგანელიძე გადაწყვეტილების მიზეზებს თავად განმარტავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)