|
2016-06-30 17:46:45, 449 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა
საქარათველოს პრეზიდენტი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველოს და გერმანიის დელეგაციამ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელა. საქართველოს პრეზიდენტმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. გიორგი მარგველაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მიზანია ევროპული ინტეგრაციების გაღრმავება და საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს შესრულებული აქვს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს. საუბარი ასევე შეეხო ნატოს მომავალ ვარშავის სამიტს, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მხარეებმა ევროპაში არსებულ სირთულეებზეც იმსჯელეს. შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ბუნდესტაგის პრეზიდეტმა. ეს ხაზს უსვამს, იმას რომ ორივე მხრიდან არსებობს ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერების და განვითარების საჭიროება. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპასთან დაახლოების შემდგომი პროცესი და ის ჩარჩო პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული პროცესის განვითარება. ჩვენ მოვამზადეთ რეკომენდაციები და გთავაზობთ, რომ გამოიყენოთ ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა მომავალ წელს საქართველოში გერმანული დიასპორის დასახლების 200 წლის იუბილე და ასევე, საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობა 2018 წელს, ბერლინში, წიგნის ბაზრობაზე. გერმანელ ხალხს სურთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები იყოს მეტად პერსპექტიული. ვფქირობ, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ წამახალისებელ გზაზე", - აღნიშნა ბუნდესტაგის პრეზიდენტმა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)