|
2016-06-30 15:27:53, 683 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ძაბირაძე: „ქართული ოცნების“ და GFK-ის კვლევებში გარკვეული სუბიექტივიზმი შეიმჩნევა
ორივე კვლევაში გარკვეული სუბიექტივიზმი შეიმჩნევა, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებს და ამერიკულ-გერმანული ორგანიზაციის GFK-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. როგორც ძაბირაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება, სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის რეიტინგის ვარდნის შეჩერება შეძლო, „თუმცა „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა, რომ ამომრჩეველი შემოაბრუნოს, მათ საკმაოდ დიდი მუშაობა მოუწევთ“. „იმის თქმა, რომ კვლევები არის ობიექტური, არ იქნება მართებული. ერთგანაც და მეორეგანაც გარკვეული სუბიექტივიზმი შეიმჩნევა. შეიძლება ვილაპარაკოთ ზოგად ტენდენციებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი თუ ქადაგება, რომ იზრდება მათი მხარდამჭერების რაოდენობა, ჩემი აზრით სიმართლეს არ შეესაბამება მარტივი ლოგიკური მიზეზის გამო. ვერ დამისახელებთ მიზეზს, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველი თავისკენ შემოაბრუნა. ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ 10%-იანი მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა და ამ საპარალამენტო არჩევნებშიც ექნება. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა. არ მგონია 30%-დან 35%- მდე უჭერდეს მხარს ამომრჩეველი. მგონია, რომ ესეც ცოტა გადაჭარბებულია. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნა შეჩერდა. „ოცნების“ რეიტინგი დასტაბილურდა, ეს შესაძლოა 30%-ის ფარგლებში იყოს, ეს უფრო რეალური ჩანს არა როგორც ჩატარებული კვლევებიდან, არამედ ჩემი შეხედულებიდან და ქვეყენაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნის შეჩერება შეძლო. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა, რომ ამომრჩეველი შემოაბრუნოს, მას საკმაოდ დიდი მუშაობა მოუწევს. პრობლემა იქნება უმრვლესობით მოსვლა „ქართულ ოცნებაში“. ჯერჯერობით, ყოველშემთხვევაში ასეთი ვითარებაა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ვახტანგ ძაბირაძემ. ცნობისთვის, სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, "ქართული ოცნების" შიდა კვლევის თანახმად, პარტია "ქართულ ოცნებას" 35%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი რეიტინგი აქვს. რაც შეეხება გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, მათი მონაცემებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)