|
2015-03-02 15:39:10, 948 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე: მეწარმეობის ხელშემწყობი ცენტრი იქმნება, რათა მარგიშვილს ხელფასი ჰქონდეს
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, ალესანდრე მარგიშვილი ვიცე-მერის თანამდებობიდან კორუფციული ქმედებების გამოა გათავისუფლებული, თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი კი იმისთვის იქმნება, რომ მას ხელფასი ჰქონდეს. აბესაძის თქმით, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის პროექტის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს. „საკუთარ თანამშრომლებზე მოძალადე ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა, ხშირად კორუფციის სკანდალებთან შემხებლობის გამო, მისთვის იქმნება სპეციალური ცენტრი და დაიხარჯება 2 მილიონ ლარზე მეტი, იმისათვის რათა მას ჰქონდეს ხელფასი და კვლავ მიეცეს საშუალება კორუფციული მაქინაციებით დაკავდეს თბილისის მერიაში. ასე რომ რა თქმა უნდა, ამ საკითხის მხარდაჭერა შეუძლებელი იქნება, მითუმეტეს დღევადნელ სიტუაციაში, როცა მართლაც უნდა ხდებოდეს ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა, როდესაც თბილისის მერიაში მსგავსი კომპეტენციის მქონე სხვა სამსახურებიც არსებობს. ასე რომ მარგიშვილის დასაქმების ბიუროს და ახალი შპს კორუფციის შემქნას თბილისის მერიაში ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნა აბესაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)