|
2016-06-29 15:02:57, 1027 ნახვა
სხვადასხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი: სასამართლო ხელისუფლების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში უმნიშვნელოვანესია
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად სასამართლოსა და ბიზნესის ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ტექნოპარკის შენობაში გაიმართა და მას უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აბულაშვილი, ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია, ასევე სხვა სამინისტროების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ბლოკსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ყალიბდება გამჭვირვალე პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ხდება სასამართლო ხელისუფლების როლის განხილვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში. „ყველა შევთანხმდით, რომ ეს პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო, მის ქვეშ შესაძლებელია შეიქმნას თემატური ჯგუფები, რომლებიც მოგვცემენ უკვე საშუალებას, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა სასამართლოს ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა და მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად სწორი“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სასამართლოებში ამაღლდეს მოსამართლეთა კვალიფიკაცია, განსაკუთრებით ბიზნესდავების გადაწყვეტის ნაწილში. მისი თქმით, ყველას ძალიან კარგად აქვს გათავისებული, რომ სასამართლო ხელისუფლების სიძლიერე, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. „ყველა მხარემ დაადასტურა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ახალი რეფორმები. ვისაუბრეთ პირველი რიგის ამოცანებზე ჩვენი მხრიდანაც და სასამართლო ხელისუფლების მხრიდანაც. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლოეს მომავალში იყოს უზრუნველყოფილი“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრა შედეგიანი იყო იმ მიმართულებითაც, რომ განისაზღვრა ბიზნესსექტორთან რეგულარული შეხვედრები დავის სახეების მიხედვით. „ძირითადად იყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრობლემები დაყენებული. შევთანხმდით, რომ როგორც მოსამართლეთა სპეციალიზაციის, ასევე პროცესის მონაწილე მხარეთა ცოდნის გაუმჯობესების კუთხით იქნება მომდევნო, საინტერესო შეხვედრები ზოგად პრობლებურ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენი სურვილია სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობა იყოს ადეკვატური რაც სამართალწარმოების პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)