|
2016-06-29 13:57:30, 969 ნახვა
სხვადასხვა
საჯარო რეესტრში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კანონპროექტთნ დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის(ესმი) პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კანონპროექტის დახვეწასა და მის ევროპულ დირექტივებთან თავსებადობას ეხებოდა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტმა ფრიც კროსმა, რომელიც საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, პროექტში ჩართული სახელმწიფო უწყებებისწარმომადგენლებთან ერთად ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კანონპროექტი და მისი თანმდევი ცვლილებები განიხილა. ეროვნული სივრცით მონაცემების ინფრასტრუქტურა ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და ვებპორტალის საშუალებით, დაინტერესებული პირებისთვის მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. პროექტის განხორციელების შედეგად კიდევ უფრო ეფექტური გახდება გარემოს დაცვითი საკითხების, კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების მართვა და ფუნქციონირება; გამარტივდება სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მონაცემების გაცვლის პროცესი, შემცირდება ინფორმაციის მიღების დრო და რესურსი. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და უკვე მოქმედ კანონმდებლობაში ცლილებების შეტანას გულისხმობს. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონპროექტი თავსებადი იყოს ევროპულ დირექტივებთან და ელექტრონული მმართველობის სტრატეგიასთან, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ავსტრიელმა ექსპერტმა კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებს რეკომენდაციები ამ კუთხითაც წარუდგინა. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც 2014 წელს ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც ესმის შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას საჯარო რეესტრი უწევს. შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის მიერ ხორციელდება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)