|
2016-06-28 16:36:34, 598 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: თინა ხიდაშელის ემოციური გამოსვლები ჩემთვის გაუგებარი იყო
„ჩემთვის გაუგებარი იყო ქალბატონი მინისტრის ემოციური გამოსვლები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელშიც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ „სესიაშვილს მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურად მიაჩნია“. მისი თქმით, სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამიტომ დისკუსია ექსპერტებთან და საზოგადოებასთან ერთად უნდა გაგრძელდეს. „მე პირადად ვითხოვდი, რომ საკითხი იყოს განხილული, რადგან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არ უნდა იყოს ცალმხრივი მიდგომები, რადგან გაწვევა არის კომპლექსური საკითხი და არ ეხება მხოლოდ ერთ უწყებას. ეს არის თავდაცვის უსაფრთხოების ნაწილი. მიმაჩნია, რომ პრობლემა კი არ უნდა მოვიცილოთ თავიდან, არამედ უნდა მოვაგვაროთ“,-განაცხადა სესიაშვილმა. მისივე თქმით, 7 ლარიანი სამსახურის პრობლემა, რომელიც თინა ხიდაშელმა აღნიშნა სხვა უწყებებში არ არსებობს. „თუ საუბარია 7 ლარზე, როგორც ქალბატონმა თინამ თქვა, პირველ რიგში მონური სამსახური დასჯადია და ასეთი რამ ჩევნს ქვეყანაში არ არსებობს. სხვა უწყებებში, სადაც არიან წვევამდელები, მათ ხელფასი 70 ლარამდე აქვთ. ქვეყნის თავდაცვა შეუძლებელია მხოლოდ შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყონ. წვევამდელები უნდა იყნენ ჩართულები და პრობლემები თავიდან არ უნდა მოვიცილოთ“,-განაცხადა სესიაშვილმა. ცნობისთვის თინა ხიდაშელმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. მინისტრის გადაწყვეტილება ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, მათ შორის, ირაკლი სესიაშვილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. საპასუხოდ, ხიდაშელმა განაცხადა: ირაკლი სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია, მე კი მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური“.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)