|
2016-06-28 12:19:57, 558 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე მიიჩნევს, რომ სავალდებულო გაწვევის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს
ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, იგი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს უერთდება. მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოში უნდა იყოს განხილული. „არის გარკვეული თემები, რომლებზეც მინისტრებმა შეიძლება ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილებები, თუმცა არის თემები, მაგალითად ისეთი თემა, რაც ჯარში სავალდებულო გაწვევას ეხება, რომელზეც მე ვფიქრობ, რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ხდებოდეს. გუშინ პრემიერმა და პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები და მე ვუერთდები მათ. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხილული როგორც მთავრობაში, ასევე უშიშროების საბჭოში“, - აღნიშნა კალაძემ. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრო ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი გუშინ მოაწერა. "უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან, უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ჩვენ ამის უფლებას არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამიტომ, დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს, ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზირისთ ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში. ეს არ გამოვიდა, თუმცა ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან.ფორმა არის ასეთი, რომ ჩვენ მივმართავთ მთავრობას ყოველი გაწვევის წინ, რომ გვჭირდება ამდენი სამხედრო მოსამსახურე და შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან ხდება შერჩევა იმ ადამიანების, ვინც თავდაცვის სამინისტროში გადიან სამსახურს. დღეს მე ვაცხადებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და აღარ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. ნებისმიერ ჩემს შემდგომ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები",- აღნიშნა ხიდაშელმა. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახრციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათზე არ ვრცელდება.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)