|
2016-06-27 15:19:13, 967 ნახვა
ეკონომიკა
მაისში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.2%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 2.9%-ით შემცირდა
მაისში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 10.3 მილიონი ლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 284.3 მილიონი ლარით შემცირდა. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 274.0 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 15.2 მლრდ ლარი შეადგინა. სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.3 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 284.3 მლნ ლარით (2.9 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით გაიზარდა). „რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 5.0 მლრდ ლარის (3.6 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით მეტი). 2016 წლის მაისის განმავლობაში 0.6 პროცენტით ანუ 45.8 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 7.8 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.74 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.16 პროცენტული პუნქტით შემცირდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)