01:41 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 14:18:36, 953 ნახვა

სამხედრო
უშიშროების საბჭომ ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებაზე ხიდაშელის ბრძანება გამოითხოვა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ჯერ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია და თავდაცვის მინისტრის ბრძანების თაობაზე მხოლოდ მინისტრის განცხადების დონეზე არიან ინფორმირებული.

როგორც უშიშროების საბჭოს აპარატში აცხადებენ,  უშიშროების საბჭოს მდივანმა შესაბამისი ბრძანება გასაცნობად თავდაცვის სამინისტროდან უკვე გამოითხოვა. კომენტარი კი, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გაკეთდება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება.

ბრძანებას თინა ხიდაშელმა დღეს, ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა ხელი.

მისივე თქმით,  თავდაცვის მომდევნო მინისტრებს, შეუძლიათ, ეს ბრძანება გააუქმონ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics