11:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 10:32:26, 1128 ნახვა

ეკონომიკა
არქი ჯგუფი ახალი სამშენებლო პროექტის მშენებლობას იწყებს

არქი ჯგუფი ახალ მასშტაბურ მშენებლობას ვაზისუბნის ცენტრალურ ნაწილში - მუსხელიშვილის ქუჩაზე, შანდორ პეტეფის ქუჩის მიმდებარედ იწყებს.

არქი ვაზისუბნის პროექტის პრეზენტაცია მშენებლობის ადგილზე 25 ივნისს 12:00  გაიმართება და მხოლოდ ამ დღეს  მსურველები შეძლებენ ბინის შეძენას განსაკუთრებულად დაბალ ფასად.

ახალი პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციით და მისი ღირებულება 10 მილიონამდე დოლარს შეადგენს. საცხოვრებელი კომპლექსი კი 31 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, საიდანაც 3000 კვადრატული მეტრი რეკრეაციული ზონა იქნება. კომპლექსში გათვალისწინებულია სამი საცხოვრებელი ბლოკი და ჯამურად  400-მდე ბინა.

პროექტის პრეზენტაციას დაესწრება არქი ჯგუფის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ილია წულაია, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ღოღობერიძე და თბილისის მერის მოადგილე - ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ არქი ჯგუფი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ნერგავს ევროპულ სტანდარტებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, ზრუნავს მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე. გასათვალისწინებელია, რომ არქი ჯგუფის ყველა პროექტის მშენებლობა გერმანული ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით იტონგით ხორციელდება. კომპანიას აქვს 7 დასრულებული და 10-მდე მიმდინარე მშენებლობა თბილისის მასშტაბით.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics