|
2016-06-23 18:40:26, 1045 ნახვა
სამართალი
კახიშვილი თანამდებობის ყოფილ პირებზე: პატიმრებისგან არასოდეს მომისმენია, რომ მათი უფლებები ირღვევა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი დაინტერესდა კონკრეტულად ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში. ამის შესახებ კახიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კახიშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტს პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ესაუბრა. „პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა მთხოვა. ის დაინტერესდა კონკრეტულად ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში, არის თუ არა უზრუნველყოფილი კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული უფლებები. ვესაუბრე პრეზიდენტს პატიმრების პირობებთან დაკავშირებით. 2012 წლიდან იცით, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გრანდიოზული რეფორმები განხორციელდა და ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამაზე არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა და მათ შორის იმ ორგანიზაციებმა, რომლის უფლებამოსილების ფარგლებში შედის პენიტენციური დაწესებულებების შემოწმება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებეულებებში. „ეს განცხადება შემიძლია გავაკეთო როგორც სასჯელაღსრუელბისა და პრობაციის მინისტრმა, რომელმაც დეტალურად ვიცი. მინდა გითხრათ, რომ თავად ამ პატიმრებისგან არასოდეს მომისმენია განცხადებები, რომ რაღაც დოზით მათი უფლებები ირღვევა. ჩვენს პენიტენციური სისტემის ჭრილში“, - განაცხადა კახიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დადგა ეს საკითხი ახლა, კახიშვილმა განაცხადა, რომ ევროპელმა კოლეგებმა განცხადებით მიმართეს პრეზიდენტს. „პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა ჩემთან შეხვედრა. მე მას დეტალურად მოვახსენე პირობები, სადაც სასჯელს იხდიან ყოფილი მაღალჩინოსნები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)