|
2015-03-01 11:19:19, 746 ნახვა
პოლიტიკა
საბერძნეთში ელჩად იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი
საბერძნეთში ელჩის თანამდებობაზე იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. მისივე ინფორმაციით, ნანობაშვილი კარიერული დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიაში, რუმინეთში, ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. „იოსებ ნანობაშვილს აქვს დიდი გამოცდილება ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით და სხვადასხვა დროს მუშაობდა ცენტრალურ აპარატში სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციის დეპარტამენტში. ნანობაშვილი ინიშნება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანაში. საბერძნეთი გახლავთ საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და ჩვენ ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს ისტორიული ერთიანობა. საბერძნეთში არის შეცვლილი ვითარება, იქ შეიცვალა მთავრობა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი ელჩის საქმიანობა იქ კიდევ უფრო გააქტიურებს და განავითარებს ჩვენს თანამშრომლობას“, – აღნიშნა კერესელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)