|
2016-06-22 16:55:20, 950 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცა
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალგაზრდებს, რომლებმაც „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით გაიარეს სტაჟირება სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სახაზინო სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, სერტიფიკატები გადასცა. მინისტრმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების პროცესში გამოჩენილი მონდომებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროში მიღებული ცოდნა, მათ გამოადგებათ შემდგომ საქმიანობაში. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდების სახით, რომლებსაც მიღებული ექნებათ შესაბამისი გამოცდილება, ქვეყანას კვალიფიციური კადრები ეყოლება. „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო სტაჟიორთა 4 ნაკადი. სამინისტროს სისტემის მასშტაბით, სულ, სტაჟირება გაიარა 389 სტაჟიორმა. 2016 წლის მაისიდან, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-4 ნაკადი, რომლის ფარგლებში, სტაჟირება წარმატებით დაასრულა 58 ახალგაზრდამ, ხოლო პროგრამის გავლას განაგრძობს 17 სტაჟიორი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)