16:57 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 18:57:58, 1057 ნახვა

სამართალი
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს ა.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბრალდებულმა ა. ტ.-მ ყოფილი მეუღლე ნ.ტ. მოტყუებით, მათი გარდაცვლილი საერთო ნაცნობის ოჯახისთვის მისამძიმრების მიზეზით მიიყვანა  ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ყოროლისთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე და განზრახ მკვლელობის მიზნით, ჩაქუჩის გამოყენებით თავისა და ხელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი დაზიანებები, შემდეგ კი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვა  და მიიმალა.  ნ. ტ. 2016 წლის 11 ივნისს დილის საათებში შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად იგი  სიკვდილს გადაურჩა.

ა. ტ. -ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას  შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ითვალისწინებს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics