16:57 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 16:59:47, 1017 ნახვა

სამართალი
მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თავარმა პროკურატურამ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი 2016 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გახდა.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, გამოძიება დაიწყო ცალკეული საჯარო მოხელეთა მიერ სამსხურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს, გაყვანის მიზეზი კი, გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. ეს ეპიზოდი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაშიც მოხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics