|
2015-02-28 18:23:43, 468 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, გადაწყვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ" რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩაშლის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მიიღო. „მოგეხსენებათ, დღეს უნდა გამართულიყო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილული იქნებოდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის კონკრეტული გზები. საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ გამოცხადდა ამ სხდომაზე. ჩვენი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა იმყოჰფება პრაქტიკულად კოლაფსის წინაშე. ლარის გაუფასურებამ დააზარალა თითოეული ქართული ოჯახი, კლებულობს ექსპორტი, ტურიზმი და წელს პირველად მრავალი წლის შემდეგ, კვლავ რეალური გახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი. ამ დრამატულ ვითარებაში, საქართველოს მთავრობა არის სრულიად უმოქმედო, მას არ გააჩნია მეტნაკლებად მწყობრი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანა. მეტიც, ის უარს აცხადებს უკვე თვეებია იმ გეგმის განხილვაზე, რომელიც მომზადებული იქნა ჩვენს მიერ და რომელიც არის ერთადერთი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი ცინიკურად მოუწოდებს გაჭირვებულ მოსახლეობას, რომ მათ დაიქირავონ ბანკირები და ისწავლონ ფულის დაბანდება. ის დასცინის მოსახლეობას და ამ დაცინვას, „ქართული ოცნება“ მთელი შემადგენლობით კვერს უკრავს. საქართველოს მთავრობა იმის გარდა, რომ არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, აღარ უსმენს ხალხს, მას არ ესმის ხალხის ენა“, - განაცხადა ჯაფარიძემ. „ნაციონალური მოძრაობა“ აქციაზე მისლვისკენ ყველა იმ მოქალაქეს მოუწოდებს, რომლებიც თავს მოტყუებულად გრძნობენ და მიიჩნევენ, რომ დღევანდელი მთავრობა უნიათოა. „ჩვენი, როგორც ოპოზიციური ძალის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მას ეს ხმა გავაგონოთ. სამწუხაროდ, რახან ეს არ მოხერხდა დღეს აქ პარლამენტში, ეს მოხდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ვინც თვლის, რომ არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის, რომ ეს მთავრობა არის უნიათო და არაფრის მაქნისი, შევიკრიბოთ ერთად 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ერთად მოვითხოვოთ გადადგეს უნიათო მთავრობა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)