|
2016-06-20 13:07:57, 1424 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი ჭირაქაძე: ივანიშვილს ვუყურებ როგორც ინვესტორს, რომელმაც ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“მიმდინარეობს, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. როგორც ბიზნეასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ეკონომიკური ფორმატის შეხვედრებზე ბიზნესი, ხელისუფლება და საზოგადოების სექტორი ქვეყნისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ერთმანეთს ესაუბრება და მოსაზრებებს ცვლის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უყურებს, როგორც ინვესტორს, რომელმაც ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა. „შედგება საუბარი ბიზნესს, ხელისუფლებას, საზოგადოების სექტორს შორის, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ვისაუბროთ იმ მიღწევებზე, საკითხებზე, პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანაში და ბიზნესში არსებობს. მე ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ როგორც ყველაზე მსხვილ ქართველ ბიზნესმენს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთადაა, ინვესტორს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. ეს არის აბსოლუტურად ეკონომიკური ფორმატის შეხვედრა და იმედი გვაქვს, ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ“,-განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. მისივე განმარტებით, ბიზნესასოციაცია აპირებს, კონფერენციაზე ტურიზმზეც ისაუბროს და რამდენიმე კვირის წინ, ბათუმში გამოვლენილ პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება: „ძალიან ბევრი თემაა, ჩვენ ვაპირებთ დავსვათ ტურიზმის საკითხი. ტურიზმი ძალიან სერიოზულად, სწრაფად ვითარდება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ვხვდებით, რომ თუ სათანადოდ ხელისუფლების მხრიდან ინფრასტრუქტურაზე მეტი ყურადღება არ იქნა მიქცეული, სერვისის ხარისხი შეიძლება დაეცეს. კარგად იცით, რაც მოხდა ბათუმში რამოდენიმე კვირის წინ, როცა დიდი კონცერტის დროს საკვები და სასმელი გამოილია იმიტომ, რომ მოზმადებული არ იყო ორივე მხარე- ბიზნესი, ასევე ხელსუფლება. გვინდა ამაზე ვისაუბროთ, ლარის კურსზე გვსურს საუბარი, თუ რა არის გასკეთებელი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესიდან იმისათვის, რომ კურსი შევინარჩუნოთ. ასეთი საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ. კონფერენციის ორგანიზატორები ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები არიან.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)