|
2016-06-19 18:49:05, 1250 ნახვა
სხვადასხვა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მათემატიკოსთა ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლე დააჯილდოვა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკოსთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო. ოლიმპიადა ჩატარდა თბილისის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის სკოლების მე-6-ე კლასის 800-ე მეტმა მოსწავლემ. ოლიმპიადის დასკვნით ტურში გადავიდა 60 მონაწილე. მათგან 4-ს გადაეცემა პრიზები პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილისათვის. ოლიმპიადის მეორე ტურის დანარჩენ მონაწილეებს კი გადაეცემათ საპატიო სიგელები (24 მონაწილე) და მონაწილეობის სერტიფიკატები (60 მონაწილე). პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოლიმპიადის გამარჯვებულს, 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნინო მანაგაძეს ჯილდო და გამარჯვებულის სერტიფიკატი პირადად გადასცა. კავშირის მიზანია აღმოაჩინოს და რესურსი ჩადოს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების განვითარებაში, რადგან სჯერა, რომ განათლებაში დახარჯული რესურსი ყველაზე ღირებულია ქვეყნის განვითარებისთვის და მისი მომავლისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)