20:15 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-19 11:20:41, 889 ნახვა

სამართალი
თაქთაქიშვილი: უცნობმა პირებმა მე, რ2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს გვაგინეს, სასტიკად სცემეს ოპერატორი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მასზე, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტზე და ოპერატორზე მომხდარი თავდასხმის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იუწყება.

როგორც დეპუტატი წერს, აეროპორტში მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ რ2-ის ოპერატორს. იქვე მდგომი ქალები კი, მათ ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. თაქთაქიშვილის განცხადებით, თავდამსხმელები უკვე დაკავებულნი არიან.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ამ წვერიანმა ველურმა აეროპორტში მე და რუსთავი2-ის ჟურბალისტს და ოპერატორს გვაგინა, სპეციალურად ამ მიზნით მოვიდა ჩვენთან და მერე სასტიკად სცემა ოპეტატორს!! და ეს ქალები კიდევ გვეცნენ მე და ჟურნალისტს, ხელებს გვიკავებდნენ, რომ ტელეფონი წაერთმიათ და სურათი არ გადაგვეღო!! ამ ნაძირალამ სასტიკად ცემა ოპერატორი. საშინლად ვგრძნობ თავს, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდნენ ჟურნალისტები!! თან რის გამო??!! რომ იუნტერვიუს იღებდნენ. ეს არის მათი დანაშაული???!!!! 
ახლა დაკავებული არიან ეს ველურები. 
მე კარგად ვარ! არ ინერვიულოთ". - ნათქვამია "ფეისბუკის" პოსტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics