|
2015-02-28 14:36:33, 731 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ბორის ნემცოვის მკვლელობა არის დარტყმა მთლინად პროგრესული კაცობრიობისათვის
„ბორის ნემცოვის მკვლელობა არის დარტყმა მთლინად პროგრესული კაცობრიობისათვის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის ფაქტს. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ბორის ნემცოვი დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად დაუღალავად იბრძოდა. “შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით. ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლინად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)