|
2015-02-28 13:27:43, 941 ნახვა
პოლიტიკა
წიკლაური: ნემცოვი პუტინის პირადი გადაწყვეტილებით მოკლეს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური ბორის ნემცოვის მკვლელობას პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებს. ამის შესახებ წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველომ მსგავსი ქვეყნებისგან, სადაც პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს კლავენ, თავი შორს უნდა დაიჭიროს. "არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება. რუსეთისთვის არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლავენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს. საქართველოსათვის ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შორს უნდა ვიყოთ ისეთი ქვეყნისაგან, სადაც ასეთი ტიპის ანგარიშსწორებები ხდება. საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს ისეთი ქვეყნისაგან, სადაც ადამიანების მკვლელობები ხდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა. ცნობისთვის რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას ექვსი ტყვია ესროლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)