10:59 - 10 May, 2026
|
2016-06-17 11:22:23, 1213 ნახვა
ეკონომიკა
„გაზპრომი“ საქართველოს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის
"გაზპრომმა" ქართულ კომპანიასთან საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ "გაზპრომის" განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, "გაზპრომის" პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია "გაზკო+"-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ ხელი მოაწერეს. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, 2016 წელს "გაზპრომი", კომპანია "გაზკო+"-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის. ცნობისთვის, კონტრაქტის მოქმედების ვადა 2016 წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)